Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | აჭარის ახალი ვიდეორგოლები უკვე BBC-ის ეთერშიც ტრიალებს
ambebi.ge
26 July 2017, 12:20
აჭარის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლები Euronews-ის გარდა უკვე BBC-ის ეთერში ტრიალებს. ერთი თვის განმავლობაში რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს აქტიური სატელევიზიო რეკლამით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გაიცნობენ. რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას ევრონიუსზე ის სექტემბერის ბოლომდე იტრიალებს. ორივე სატელევიზიო არხი ჯამში 158 ქვეყანას დაფარავს, მათ შორისაა ის ქვეყნები, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურ რეკლამას სხვადასახვა პიარ და მარკეტინგული აქტივობებით ანხორციელებს.

„2017 წლის სარეკლამო კამპანიებს აქვს 17 სამიზნე ბაზარი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ამდენი სამიზნე ქვეყანა აქვს. შესაბამისად, Advertisement ჩვენ გადავწყვიტეთ მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული მედია პლატფორმები შეგვერჩია და ბუნებრივია, სხვებთან ერთად ასეთია BBC/ EURONEWS. ორივე მათგანი ფარავს ჩვენს სამიზნე ქვეყნებს. ხელშეკრულებების თანახმად ტელეკომპანიები ასევე მოამზადებენ სიუჯეტებს აჭარის შესახებ, სადაც ჩვენი ტურისტული პოტენციალი იქნება წარმოჩენილი. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სარეკლამო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ტურისტების მოზიდვასთან ერთად, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად“. განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი